top of page

მოგესალმებით !

კონტაქტი:   T: 599-93-24-54
                      

 ელ.ფოსტა:  info@fardissaxli.com                        

შემოგვიერთდით:

  • Wix Facebook page

          ჩვენ მთელ ცხოვრებას ვატარებთ ნივთების გარემოცვაში, რომლებიც ასე თუ ისე გავლენას ახდენენ ჩვენს გუენბა-განწყობილებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გარემო, რომელშიც ვიმყოფებით, სახლი იქნება ეს თუ ოფისი, გამოხატავდეს ჩვენს შიდა სამყაროს და გვიქმნიდეს სიმყუდროვეს...

 

          ჩვენ გავიარეთ რთული გზა, რომ შვეგვექმნა კლიენტთა მომსახურების ის მოქნილი სისტემა, რითაც დღეს ვამაყობთ.

"ფარდის სახლი" ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც საქართველოში ომის დამანგრეველი პერიოდის შემდეგ, მოსახლეობას შესთავაზა კომფორტი მომსახურების სფეროში.

 

          15 წლის გამნავლობაში ჩვენ ვმუშაობდით და ვხვეწდით ამ სისტემას, რათა თქვენთვის შემოგვეთავაზებინა ის სისწრაფე და მოქნილობა, რითაც დღეს ვამაყობთ.

 

          "ფარდის სახლს" აქვს ყველა საჭირო მასალა და რესურსი იმისათვის, რომ ერთ ადგილზე მოხდეს ყველა იმ წვრილმანის არჩევა რაც ამ სფეროში გამოიყენება.

 

          ინტერიერის ტექსტილით გაფორმება ბევრს სფეროს მოიცავს. ესაა ფარდები, გადასაფარებლები, ბალიშები, მუთაქები, რომაული, ფრანგული, იაპონური ფარდა - ჟალუზები, სამეულის, პუფების, სკამების  გადასაკრავები და სხვა.

 

          "ფარდის სახლში" წარმოდგენილია კარნიზების, ჟალუზების, ფარდის აქსესუარების და სხვა დეტალების ფართო არჩევანი, რაც საშუალებას გვაძლევს არ შევსღუდოთ თქვენი ფანტაზია.

 

          "ფარდის სახლს" გააჩნია სასაწყობე ბაზა თბილისში რაც გვეხმარება სწრაფად და ხარისხიანად შევასრულოთ შეკვეთა დროის ზედმეტი ხარჯვის გარეშე. მაგრამ თქვენი სურვილის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ გერმანული, იტალიური, თურქული ქსოვილები შესაბამისი კოლექციებიდან.

 

          ჩვენ ვემსახურებით ყველა კლიენტს ეკონომ კლასიდან ელიტ კლასამდე, ვემსახურებით სასტუმროებს, რესტორნებს, კაფე-ბარებს, და სხვა.... გათვალისწინებულია განსაკუთრებული პირობები კორპორატიული კლიენტებისათვის.

 

          ჩვენი მომსახურეობა ვრცელდება არა მარტო თბილისსა და მის შემოგარენზე, არამედ მთლიან საქართველოზე.

 

          ჩვენ მოგემსახურებით თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე.

 

          შეკვეთები მიიღება როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისაგან. გადახდის ფორმა - ნებისმიერი.

          ასევე მოქმედებს უპროცენტო განვადება.

 

          "ფარდის სახლის" ყველა პროდუქციაზე მოქმედებს გარანტიები.

 

          გვესტუმრეთ და თავად დარწმუნდით....

 

         

 

          მნიშვნელოვანია!   შესაძლებელია ფარდების, გადასაფარებლების, ჟალუზების, ბალიშების და ტექსტილის სხვა აქსესუარების შეკვეთა როგორჩ ჩვენი ასევე შემკვეთის ქსოვილებითაც!

 

 

          სიახლე!

 

 

   

 

          

          "ფარდის სახლში" ამოქმედდა სამრეცხაო "პოსეიდონი" რომელიც მაღალ ხარისხიანი იტალიური საშუალებებით სწრაფად და ფაქიზად მოუვლის თქვენი ინტერიერის ამ განუყოფელ ნაწილს.

 

                                                                                                                                                        

        

კონტაქტი:  599 93-24-54
                

  • Wix Facebook page
bottom of page